დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია საკმაოდ მძიმეა და ამიტომ, ყველა რეკომენდაცია ბოლომდე უნდა იყოს გათვალისწინებული.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, სიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.
"ეპიდსიტუაცია ქვეყნაში დამშვიდებისკენ მიდის. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ერთეული ახალი შემთხვევები.
ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.