COVID-19-ის დადასტურებული 735 შემთხვევა, მათ შორის 557 გამოჯანმრთელებული - საქართველოს სტატისტიკა
28-05-2020 08:42
საქართველოში ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 735 შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 557, გარდაცვლილია 12.
კარანტინის რეჟიმში რჩება 3,076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 250 პაციენტი.