18 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
რუსეთი საქართველოში ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებას და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს

რუსეთი საქართველოში ლუგარის ცენტრის ყველა შენობაში დაშვებასა და ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომას ითხოვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რეალური შემოწმების საშუალება მხოლოდ აღნიშნული ფორმატით მიეცემათ.

ოფიციალური მოსკოვი ლუგარში რუსი სპეციალისტების ვიზიტს სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე ითხოვს.

ამასთან, მოსკოვი ქართული მხარის მიერ რუსულ დეზინფორმაციაზე გაკეთებულ განცხადებებს პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან ამერიკის შეერთებული შტატების კავშირი კითხვებს ბადებს. 

დღის ამბები