მართლმადიდებლური ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღე აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან ერთად პატრიარქი აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.