13 ივლისი 2020,   21:35
ვრცლად
აჭარაში ერთი პირი "არიელის" გაყალბებული სასაქონლო ნიშნით იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების რეალიზაციისთვის დააკავეს - საგამოძიებო სამსახური

აჭარაში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი იაფფასიანი სარეცხი საშუალებების ცნობილი ბრენდების კუსტარულად შეფუთვა-გასაღებაში ამხილეს.

ბრალდებული, რომელიც იაფფასიანი ფხვნილების იმპორტს თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, "არიელის" სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით დაფასოებას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1,386 ერთეული შეფუთვა. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.

დღის ამბები