მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა. მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ახალი წესების დაცვით გადაადგილდნენ მეტროთი, ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით.
ტრანსპორტში ასასვლელად აუცილებელი პირობაა პირბადე, განსაკუთრებული რეგულაციებია მეტროში. სამარშრუტო ტაქსებში იკრძალება მგზავრების ფეხზე დგომა. დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეახსენებს მოსახლეობას, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების თანახმად საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიცირება გამორთული იქნება.
წესების დაცვასა და კონტროლს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, მუნიციპალური ინსპექცია და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.
დედაქალაქის გარდა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდება დღეს რეგიონებშიც.