ტროპიკულ შტორმ "ამანდას" ელ სალვადორში 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის 8 წლის მოზარდი, რომელიც სახლის ნანგრევებში მოჰყვა.
ძლიერი წვიმისას ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები წაიღო. წყლით დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები და რამდენიმე რეგიონის ინფრასტრუქტურა.