ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის "სამოთხე" ლონდონის სოთბის ონლაინ აუქციონზეა, რომლის ღირებულებაც წინასწარი შეფასებით - 25,000-დან 35,000მ -მდე ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს მხოლოდ სოთბის აუქციონზე 14-ჯერ იყო წარდგენილი.
ეს არის საქართველოში მოღვაწე ერთადერთი თანამედროვე ქართველი მხატვარი, რომლის ნახატები 2013 წლიდან მსოფლიოს მნიშვნელოვან აუქციონებზე სისტემატურად მონაწილეობს და რეიტინგის მზარდი ინდექსით გამოირჩევა.