სპეცოპერაციისას, რომელიც ბათუმში, ღამის საათებში, ერთდროულად ორ მისამართზე ჩატარდა, სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 9 ადამიანი, ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და საზღვარი ოფიციალურად არ გადაუკვეთავთ.
"კურიერის“ ინფორმაციით, საქმე ნარკოდანაშაულს, ან იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება, თუმცა, ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს.
ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე "კურიერთან“ ამბობს, რომ ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება.
რაც შეეხება ერთდროულად ორ მისამართზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებულ იარაღს, ბრალდებულის მეუღლე ამბობს, რომ ეს დაკავებულ პირებს არ ეკუთვნით.
"ეს იარაღი მათი არ იყო, საერთოდ არ ვიცი, ეს იარაღი ვის ეკუთვნოდა. მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ ამ სახლში, ამ პერიოდის განმავლობაში კარანტინში ვიმყოფებოდით," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე.
ბათუმში საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის მოქალაქეები დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვა-ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას გულისხმობს.