გაზგასამართი სადგურის აფეთქების ადგილას რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა.
ნუცუბიძის პლატოზე, იქ, სადაც 2 დღის წინ სადგური აფეთქდა, დღეს ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად მივიდა, დენმა დაარტყა.
თვითმხილველების თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და ელექტროგაყვანილობას ამოწმებდნენ, როდესაც ყვირილის ხმა გაიგეს.
ექსპერტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთი გაზგასამართი სადგური აფეთქდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ის ამ დრომდე კლინიკაშია მოთავსებული სხეულის 25%-იანი დამწვრობით.