18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
ბათუმში ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოთხმა ახლობელმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა

ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოთხმა ახლობელმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა.

აქციის მონაწილეების თქმით, დღეს 15 საათზე ამოიწურა ულტიმატუმის ვადა და ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ. დაანონსებული სარფის საბაჟოს პიკეტირება ხვალამდე გადაიდო - ამბობენ, რომ კიდევ ერთდღიან ვადას აძლევენ ხელისუფლებას ლავასოღლის ექსტრადირების თაობაზე. 

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მსვლელობისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შიმშილობა დაიწყეს.

აჭარის პროკურატურის შენობასთან კარვებია გაშლილი და აქცია მიმდინარეობს. 15-მდე ადამიანმა შიმშილი ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ულტიმატუმი წაუყენეს

დღის ამბები