18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"თორაძეებთან დაკავშირებული ამბავი მოგონილი ჭორებია" - გიორგი რურუას ადვოკატი

დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მორიგი პროცესი გაიმართა. დაკითხეს 2 ექსპერტი, რომლებმაც იარაღზე დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს და გამომძიებელი, რომელიც რურუას ეპიზოდში მოგვიანებით, პირველი გამომძიებლის საქმიდან ჩამოშორების შემდეგ, დაინიშნა.

მომდევნო სასამართლო 8 ივნისს გაიმართება. გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მისი ადვოკატი კი ამ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თორაძეების საქმესთან დაკავშირებით თუკი საგამოძიებო ორგანოს კითხვები ექნება, ისინი მზად არიან, პასუხები გასცენ.

"თორაძეებთან დაკავშირებული ამბავი მოგონილი ჭორებია. ხელისუფლება ცდილობს მორიგი სკანდალი ააგოროს გიორგი რურუასთან დაკავშირებით. ექსპერტმა დაადასტურა, რომ იარაღი თვალით არ უნახავს და მისთვის უცნობია, საიდან მოხდა ნიმუშების აღება,"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებს, რომ იარაღიდან და მაყუჩიდან აღებული ნიმუშები გიორგი რურუას დნმ-ს ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები