18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ბაგებში დაჭრილი ერთ-ერთი პირი საოპერაციოშია მოთავსებული

ბაგებში სროლის დროს დაჭრილი ორი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთს მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, ხოლო მეორის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაცია-ანესთეზიით დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული, მეორე - საოპერაციოში.

ჯერჯერობით უცნობია, ჭრილობები რა სახის იარაღით არის მიყენებული.

 

 

დღის ამბები