18 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
ხმაური ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე - მოსახლეობა სკოლის აშენებას ეწინააღმდეგება

ხმაური იყო ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე. 102-ე სკოლასთან გეოლოგების გამოჩენას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, მწვანე ტერიტორიაზე სკოლის აშენება იგეგმება, რაც მათთვის მიუღებელია.

ადგილობრივები მშენებლობის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. მშენებლობის დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია. აღნიშნულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სკოლის აშენება იგეგმება.

დღის ამბები