შშმ ბავშვის მშობელი, ორგანიზაცია "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი, მარი კორკოტაძე პანდების ფონზე, აუტიზმის მქონე ბავშვების მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მარი კორკოტაძე ამბობს, რომ შექმნილმა ვითარებამ ბავშვებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. მისი თქმით, ბავშვებს ბევრი მუშაობდა დასჭირდებათ იმისათვის, რომ იმ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, როგორც კორონავირუსის პანდემიამდე იყვნენ.
"პრობლემა რაც შეუქმნა აუტიზმის მქონე ბავშვებს ამ პანდემიამ არის ის, რომ ბავშვები გამოიკეტნენ სახლში. ანუ, აუტიზმის ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ამ ბავშვებს არ უყვართ სხვა ადამიანებთან კონტაქტი. ჩვენ ძალიან ბევრი შრომა გვაქვს ჩადებული წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ბავშვებში გამოვიყვანოთ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, გარემოსთან შეხება და ა.შ. ამ გამოკეტვით ძალიან უკან დავიხიეთ როგორც ბავშვებმა, ასევე ოჯახებმა, იმიტომ ძალიან ბევრი ბავშვის მდგომაროება არის ახლა დამძიმებული, იმდენად დამძიმებული რომ დასჭირდება წლები მუშაობა, რომ იმ დონემდე დაბრუნდნენ ბავშვები, რა დონემდე კორონავირუსის დაწყებამდე იყვნენ,“ - ამბობს მარი კორკოტაძე.
მარი კორკოტაძე ამბობს, რომ რამდენიმე მშობელს სარებილიტაციო ცენტრებისა და მერიის მიმართ გარკვეული მოთხოვნები აქვთ. მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრებს მერიამ გარკვეული პირობით ავანსად ჩაურიცხა თანხები და პანდემიის დასრულების შემდეგ მათ გაცდენილი საათები იმ ბავშვებისთვის უნდა აენაზღაურებინათ, რომლებსაც ონლაინ მომსახურება არ მიუღიათ. თუმცა ახალ ცენტრები ამაზე უარს აცხადებენ. მარი კორკოტაძე ამბობს, რომ მერიამ უნდა დაავალდებულოს ცენტრებს პირობის შესრულება.
"კახა კალაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ ისინი გამონაკლისის სახით ავანსად ჩაურიცხავენ ამ ცენტრებს ამ თანხას, ოღონდ იმ პირობით, რომ უნდა მოხდეს ამ გაცდენილი საათების ანაზღაურება. ახლა, როდესაც ონლაინ მომსახურებაზე გადავიდნენ ეს ცენტრები და შესრულებული სამუშაოს შედეგად იღებენ თბილისის მერიიდან ამ თანხებს, რატომღაც დაავიწყდათ ეს პირობა იმ შემთხვევაში, ვისთანაც ეს ონლაინ სერვისი არ ჩატარებულა. ანუ ჩემს შვილს 4 თვე გაუცდა უკვე, არ ჰქონია არანაირი თერაპია და გამოდის, რომ ის თანხა რაც მისი თერაპიისთვის არის გამოყოფილი, არ ვიცი სად წავა. ჩემი მოთხოვნაა, რომ ეს აუცილებლად ანაზღაურდეს, იმავე ცენტრში რომელ ცენტრშიც დადის ჩემი შვილი.
მერიამ თვითონ გასცა ეს თანხა იმ პირობით, რომ უნდა აენაზღაურებინათ ამ ცენტრებს გაცდენილი საათები და გამოდის, რომ მერია ახლა არ ავალდებულებს მათ ამ პირობის შესრულებას. თუკი ცენტრი უარს ამბობს ანაზღაურებას, მაშინ ეს თანხები ამ ბავშვებს ჩაურიცხოს მერიამ ანგარიშზე და ჩვენ უკვე ჩვენ თვითონ მოვძებნით ალტერნატიულ გზებს და სადმე სხვა ცენტრში წავიყვან ჩემს შვილს,“ - განაცხადა მარი კორკოტაძე.
მისი თქმით, ბავშვები და მშობლები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნე.
"პირადად ჩვენი ცენტრი მაინც და მაინც არ ჩქარობს ცენტრის გახსნას, რომ ფიზიკურად მივიყვანოთ ბავშვები. ბავშვები არიან გაუსაძლის მდგომაროებაში და არა მხოლოდ ბავშვები, მშობლებიც. მშობლები უკვე საუბრობენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ როგორც მათ, ისევე ბავშვებს. ამ ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი რომ გაიხსნას ეს ცენტრი და იმედი მაქვს, ილიას უნივერსიტეტი ამ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს,“ - განაცხადა მარი კორკოტაძემ.