18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
როგორ მიიღებენ აღდგენით თერაპიებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები - მერიის წარმომადგენლის განმარტება

თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს, კორონაპანდემიის პირობებში, თუ რა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დასახმარებლად.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მერიის მიერ შემუშავებულ პროგრამაში ბენეფიციარების 94%-მა მიიღო მონაწილეობა.

"პანდემიის პირობებში არაორდინალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო გარკვეული შეფერხებები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის განხორციელების საკითხში. ამ მიმართულებით აღსანიშნავია პირველი ის, რომ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ მომხდარიყო ავანსის სახით ყველა იმ დაწესებულების თერაპევტისათვის თანხის ჩარიცხვა, რომელიც  აუცილებელი იყო მათი შრომითი ანაზღაურების გასაცემად მარტის თვეში და სწორედ ამ მიზნით მერიამ შესაბამისი დადგენილებით გადაწყვეტილება განახორციელა. თუმცა, იქვე იყო დათქმა, რომ ეს იყო ვაუჩერული დაფინანსება ბავშვების და უნდა განხორციელდეს ამ სიანსების აღდგენები. ამაზე ჩვენ ვიდეო-კონფერენციაც გვქონდა დაწესებულებების მიმწოდებლებთან და ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რეკომენდაციით, რომლებიც წარმოადგენენ დარგის ექსპერტებს, მათ შეიმუშავეს შესაბამისი მეთოდოლოგია ე.წ. დისტანციური თერაპიის და სწორედ ამის საფუძველზე დაწესებულებები აპრილის თვიდან გადავიდნენ მშობლების დახმარების საფუძველზე ასეთ მეთოდზე.

ბენეფიციართა 94% ჩართულია და დღესაც იღებს დისტანციურ თერაპიას და საკმაოდ მაღალი არის კმაყოფილება. ჩვენი ინტერესი არის რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს თერაპიის გარეშე. სწორეედ აქედან გამომდინარე არ შეზღუდა მერიამ ამ მიმართულებით იმ ბავშვებისათვის ე.წ. აღდგენითი თერაპიის ჩატარება, ვინც ვერ იღებენ დღეს. ასეთი არის დაახლოებით 88 ბავშვი. პირველი ივნისიდან უკვე, მას შემდეგ რაც სარეაბილიტაციო ცენტრებმა დაიწყეს გახსნა, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, მათ უფლება ეძლევათ შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით სიანსები უკვე ფიზიკურად ჩაატარონ, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

ჩივიაშვილის თქმით, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ ონლაინ თერაპიით, მერია  თანხას იმ დაწესებულებაში გადაამისამართებს, რომელსაც ბავშვების მშობლები აირჩევენ.

"ის რომ ჩვენ ავანსის სახით ჩავურიცხეთ დაწესებულებას თანხა, არ ნიშნავს, რომ თანხის აღდგენით თერაპიებს არ ჩაატარებს დაწესებულება. თუმცა თუ არ მოხდება ამის ჩატარება, ჩვენ მიერ მოხდება იმ დაწესებულებაში ამ თანხის გადამისამართება, რომელი დაწესებულებაც მოახდენს ამ ბავშვების შესაბამისი თერაპიების აღდგენას. შესაბამისად ფინანსურად უბრალოდ მოხდება გამოქვითვა იმ დაწესებულებიდან რომლესაც ჩაერიცხა და მოხდება ამ დარჩენილი თანხის გადამისამართება იქ, სადაც უკვე მშობლები მოახდენენ აღდგენითი თერაპიის ჩატარების სურვილის გამოთქვას. აქ მერიის მხრიდან არანაირი ბარიერი არ იქნება. იმ 88 ბავშვს შეუძლია მიიღოს აღდგენითი თერაპია იმ დაწესებულებაში, რომელსაც თვითონ მოელაპარაკებიან. მერია მოახდენს ამ აღსადგენი თერაპიის ღირებულების დაფარვას კონკრეტულ დაწესებულებაში. ეს შესაძლებელია განხორციელდეს წლის ბოლომდე ნებისმიერ დროს," - განაცხადა ჩივიაშვილმა.

 

დღის ამბები