18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
კორონავირუსი შესაძლოა ენდემური გახდეს, გარდამავალ პერიოდში კი ვაქცინა შესაძლოა ვერ შეიქმნას - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია​

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველო ვირუსისგან მალე გათავისუფლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოსაზრებით კი, პანდემიური ახალი კორონავირუსი შესაძლოა ენდემური გახდეს და აივინფექციის მსგავსად, მუდმივად არსებული ვირუსის სახე მიიღოს, რადგან ვირუსის მახასიათებლები უცნობია. მედიკოსების თქმით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, ვიდრე ვირუსი საკუთარ სახეს საბოლოოდ გამოაჩენს.

ენდემურია ინფექცია, რომელიც მუდმივად ნარჩუნდება განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში. მიძინებულია და გარკვეული პერიოდის შემდეგ იღვიძებს.

მაგალითად, საქართველოში ენდემური კერაა ყირიმ-კონგოს ცხელება და ყოველ წელს გარკვეული რაოდენობა ფიქსირდება, თუმცა ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ინფორმაციით, ენდემურ ვირუსს, "კოვიდ 19-ისგან" განსხვავებით, ცვალებადობა და აღმავლობა არ ახასიათებს.

ვიდრე ვირუსი სახეს იცვლის, მსოფლიო "კოვიდ 19-ის" მეორე ტალღის მოლოდინშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ვაქცინა შესაძლოა ვერ შეიქმნას.

ვაქცინის შექმნა ძნელად წარმოსადგენია იმუნოლოგების ნაწილისთვისაც, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს ვირუსის მუტაციის უნარზეა დამოკიდებული. სპეციალისტებისთვის უმჯობესი და ეფექტურია მედიკამენტი, რომელიც ვირუსის გამრავლების პროცესს ხელს შეუშლის.

ვიდრე ვირუსი სახეს იცვლის და მეცნიერები "კოვიდ-19-ის" წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს შექმნიან, მასთან გამკლავება პირადი ჰიგიენისა და რეკომენდაციების დაცვით მოგვიწევს.

დღის ამბები