18 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ტურიზმის სექტორის უსაფრთხოება ტურისტების მოსაზიდად მთავარი პრიორიტეტი ხდება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოზე და საქართველოში ტურიზმის გააქტიურებაზე დღეს იმერეთში ისაუბრა, თუმცა ვიდრე ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მისაღებად მზად იქნება, გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარება.

ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად უსაფრთხოება პირველი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ რეგიონში გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სექტორს ეფექტურად გახსნის, - ასეთია მთავრობის მეთაურის პოზიცია.

ისრაელი, ავსტრია, ბალტიისპირეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებთანაც საქართველოს მხარე მოლაპარაკებებს უკვე მართავს. განსაზღვრულია პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში პირველი ტურისტი შემოვა.

ტურისტების მისაღებად აქტიურად ემზადებიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ახალი ტერმინალის მშენებლობა მთავრობის მეთაურმა ადგილზე დაათვალიერა. პირველი ივლისი ის თარიღია, როდესაც ქუთაისის განახლებულ აეროპორტში სტუმრებს მიიღებენ.

იმისათვის, რომ ტურისტებისთვის ქვეყანა უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, საჭიროა მათთვის კომფორტული და კეთილმოწყობილი სერვისების შეთავაზება. მოწესრიგებული გზები ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. აეროპორტის მსგავსად, ივლისიდან ყველა მსურველს ქუთაისის შემოვლითი მაგისტრალი მოემსახურება. გზაზე ახალი 41.3 კმ-იანი 2 ზოლიანი მონაკვეთისა და 12 ხიდის მშენებლობისთვის 200 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საქართველო კოვიდინფექციის ეფექტური მართვის პარალელურად, ტურიზმის სფეროს გაცოცხლებისთვის ემზადება. მართალია, ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ქვეყნისთვის ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა, უსაფრთხო ზონის სტატუსის შენარჩუნებაა.

დღის ამბები