18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, თუ გვინდა ის არ გამეორდეს რაც ჩვენს მეზობლებთან ხდება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" ეთერში პირბადეების გამოყენების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნიღაბის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია. 

"ღია სივრცეში ჩვენ ვერ ვიცავთ ფიზიკურ დისტანცირებას, ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი, სამწუხაროდ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების ხანაში, ჩვენ კორონავირუსის წინ საბრძოლველად დავრჩით მხოლოდ იმით, რითაც 18 წლის წინ ებრძოდნენ,"- ამბობს პაატა იმნაძე.

რამდენად ეფექტურია ნიღაბი, როგორც დაცვის საშუალება და როგორ შეიძლება 8 სათის განმავლობაში გვეკეთოს ნიღაბი, ან რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ მთელი დღე ნიღბით იქნება? - ამ კონკრეტულ შეკითხვებს პაატა იმნაძე პასუხობს და ნიღაბზე, როგორც დღეს ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ნივთზე ამახვილებს ყურადღებას. 

"მათ ვისაც უწევს დიდხანს ეკეთოს ნიღაბი, ესენი ძირითადად პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე არიან ასე და მე მესმის მათი, მაგრამ ვხედავთ რომ ექიმები ცოცხლები არიან, მითუმეტეს, რომ მათ უკეთიათ არა ჩვეულებრივი ნიღაბი, არამედ ბევრად მეტი ფენით და ბევრად ძლიერი. იმ ექიმებზე ვერ ვფიქრობთ, რომლებიც COVID ინფიცირებულებთან მუშაობენ? იძულებულები ვართ გვეკეთოს ასეთი ნიღაბი, რომელშიც ძალიან ძნელია სუნთქვა. ჩვენ რა დავაშავეთ," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

კორონავირუსის გავრცელებიდან მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ვირუსი თვალიდანაც შეიძლებოდა გადასულიყო სხვა ადამიანზე. თუმცა დღეს ამაზე ეპიდემიოლოგები ყურადღებას ნაკლებად ამახვილებენ და მაინც, ძირითადი აქცენტი პირბადეების საჭიროებზე გადააქვთ. 

"რისკია ლორწოვანი გარსები ასევე, მაგრამ ძირითადი რისკი, მაინც ცხვირისა და პირის ლორწოვანი გარსია. ამიტომაც არის, რომ ჩვენი კოლეგები დამცავი ფარებითაც მუშაობენ. ძალიან მაღალი რისკის დროს უნდა იყოს ორმაგი დაცვა, მაგრამ ჩვეულებრივ პირობებში ნიღაბიც ეფექტურია. თუ ავადმყოფს უკეთია პირბადე, ეს ძალიან წევს რისკს, თუ ჯანმრთელს უკეთია, ეს არ წევს ძალიან ქვემოთ რისკს, მაგრამ თუკი ორივეს უკეთია - ეს უკვე რისკს ძალიან ამცირებს. ამაზეა დამყარებული მთელი რეკომენდაციები. ამიტომ, ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, თუ გვინდა ის არ განმეორდეს, რაც ჩვენს მეზობლებთან ხდება,"- აცხადებს პაატა იმნაძე.

 

 

 

 

 

დღის ამბები