საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 808-ს შეადგენს.
stopcov.ge-ზე განახლებული COVID ინფექციის სტატისტიკის თანახმად, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საქართველოში კორონავირუსი უკვე 663-მა პაციენტმა დაამარცხა.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში რჩება 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი.
საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანია გარდაცვლილი.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.