18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას ენმ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას "ნაციონალური მოძრაობა" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მტკიცებით, მერმა პირადი ინტერესების გათვალისწინებით "ვისოლ ჯგუფის" შვილობილ კომპანიას სატენდერო პირობები და დოკუმენტაცია შეუცვალა და ბრენდული რესტორნის ნაცვლად, კომპანია შეძენილ მიწაზე მრავალბინიან კორპუსს ააშენებს. 

ამ საკითხზე ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს. ანა წითლიძემ შესაბამისი სარჩელით საოლქო პროკურატურას უკვე მიმართა. 

დღის ამბები