18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ზუგდიდში აქცია "შემახე ამნისტია" გაიმართა

ზუგდიდში აქცია - "შემახე ამნისტია" გაიმართა. პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ და პატიმრების საყოველთაო ამნისტია მოითხოვეს.

მათი თქმით, უამრავი პრობაციონერი სამსახურს ვერ იწყებს. ბევრი მსჯავრდებული ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, პატიმრების რაოდენობის მხრივ კი საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა. ორგანიზაციამ მსგავსი აქცია თბილისსა და ბათუმში უკვე გამართა, მომდევნო შეკრება კი ქუთაისში იგეგმება.

"პატიმრების რაოდენობით ევროპაში უკვე მესამე ადგილზე ვართ, ასევე გვყავს უამრავი პრობაციონერი, რომელიც სამსახურს ვერ იწყებს. უამრავი პატიმარი ზის ციხეში ნაკლები დანაშაულით და მათ საპატიმრო აუცილებლად უნდა დატოვონ,"- აცხადებს მოძრაობა "შემახე ამნისტიას" აქტივისტი გიორგი გაბედავა.

დღის ამბები