არასამთავრობო ორგანიზაციის "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის" მოხალისეები ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების ფორმით დღეს ერგნეთში ჩავიდნენ და თეატრალიზებული პერფომანსი გამართეს.
მათ სიმბოლურად ქართული წარმოშობის კოღოებისა და სხვა მწერების ყელიდან აღებული ნაცხები შეაგროვეს და მასალა ერგნეთში, საოკუპაციო ზოლთან, სპეციალურად ანატოლი ბიბილოვსთვის დაუტოვეს.
ამ პერფორმანსით აქტივისტებმა ცხინვალის მიერ ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდას დასცინეს.