18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 9 პირიდან რვას ადმინისტრაციული წესით 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ე. წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 9 პირიდან 8-ს ადმინისტრაციული წესით 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთი კი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გათავისუფლდა.

როგორც აკაკი ბართანიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე აღნიშნა, მოწოდება არ გაუგია, თორემ პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილებოდა.

დაკავებულებიდან ორმა განაცხადა, რომ გზის სავალი ნაწილიდან ვერ გადავიდნენ, რადგან ფიზიკურად ეს არ შეეძლოთ.

მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გრძელდება.

აჭარის მთავარ პროკურატურასთან კარვებია გაშლილი და 17 პირი შიმშილობს. ექვს პირს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. ლავასოღლის ოჯახის წევრების მტკიცებით, ორშაბათს მათ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდება. 

ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა პროტესტი. ისინი თურქეთის საპატიმროდან მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ.

დღის ამბები