დღეს "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში, საღამოს 11 საათზე სტეფანე მღებრიშვილი საქველმოქმედო მარათონს იწყებს.
ღონისძიების მიზანი COVID-19-ით დაზარალებულების დახმარებაა. კონცერტში სხვა ცნობილი მუსიკოსებიც მონაწილეობენ.
"კონცერტი ერთ საათს გაგრძელდება, ამიტომ ჩვენი სურვილი და თხოვნა იქნება, რაც შეიძლება აქტიურად გააზიაროთ ეს კონცერტი. ეს პირველი კონცერტია, სადაც არ მეყოლება მსმენელი ადგილზე და ასევე პირველია ის, რომ ასეთი სოლო კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემა,"- აცხადებს მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი.