ფოთში 3 ლოკაციაზე განთავსებულ საქალაქთაშორისო სამარშუტო ტაქსების სადგურთან სიცარიელეა.
მძღოლები 8 ივნისიდან დაწესებული შეზღუდვების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
მათი თქმით ტრანსპორტში სოციალური დისტანცირების დაცვა მგზავრობის საფასურზე აუცილებლად აისახება და ეს მგზავრთა რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული ექვს ეტაპიანი გეგმა დაჩქარებით განხორციელდა და სულ 4 ეტაპი გახდა საჭირო. ორშაბათიდან ყველა სექტორი სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.
შეზღუდვები კი კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში დაიწყო და ნელ-ნელა ყველა სექტორმა მუშაობა შეაჩერა.