18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ჩინეთისკენ ხელის გაშვერის ნაცვლად, უმჯობესია, ერთად შევეცადოთ თავი დავაღწიოთ პანდემიას" - პეკინი გეგმავს, მეტად ჩაერთოს ვაქცინის შექმნის პროცესში

პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ესწრებოდა, სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს ჩინეთისკენ თითის გაშვერისგან და ვირუსის პოლიტიზირებისგან.

ოფიციალური პეკინი გეგმავს, მეტად ჩაერთოს ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნის პროცესში და სხვა ქვეყნებთან გააძლიეროს თანამშრომლობა კვლევების მიმდინარეობისას.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ვან ჟიგანგი აცხადებს, რომ ვაქცინის შემუშავება კვლავ ფუნდამენტური საკითხია.

"ვაქცინის შემუშავება კვლავ ფუნდამენტური სტრატეგიაა ახალი კორონავირუსის დასაძლევად, თუმცა მისი შექმნა ძალიან რთულია და ამავდროულად დროში გაწელილი პროცესი, ვირუსის წარმოშობის მიზეზების ძიებისას ჩინეთისკენ ხელის გაშვერის ნაცვლად უმჯობესია, ერთად შევეცადოთ თავი დავაღწიოთ პანდემიას,"- განაცხადა ვან ჟიგანგიმ.

დღის ამბები