18 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
"ზოგადად სისტემა საპატრიარქოს მიმართ სულ ლოიალური იყო"-თამთა მიქელაძე

რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსში დაკითხვები გრძელდება. უწყებაში დაბარებულები არიან მესამე სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები, რომლებიც მარნეულში მოღვაწეობენ.

პარალელურად ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ ვითარებას და ყველა იმ საქმეს, რომელიც ასეთი განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს, დამოუკიდებლად სწავლობს ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ სუსი საქმით ნაკლებად არის დაინტერესებული.

"ზოგადად, სისტემა საპატრიარქოს მიმართ სულ ლოიალური იყო. არც გვქონდა მოლოდინი, რომ შეიძლებოდა, სუსის ინტერესის საგანი ადგილობრივი ეპარქია გამხდარიყო. ჩანს გამოძიების პროცესში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დეტალები,"- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა აცხადებს, რომ ეპისკოპოსი იყო ის პირი, რომელმაც შუღლი დათესა.

"მე ვარ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე და მეუფემ თქვა, რომ თურმე ჩვენ საქართველოს მიწა-წყალზე ვცხოვრობთ. ფაქტობრივად შეურაცხყოფა მოგვაყენა. თვითონ მეუფე იყო შუღლის დამთესი ამ შემთხვევაში,"- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. სწორედ მათ საქმიანობას იძიებს სუსი რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით.

დღის ამბები