ბათუმში მუშა გარდაიცვალა - ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ცოტა ხნის წინ მუშა გადმოვარდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით რაც სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.