18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"თუ ასე გააგრძელებს მეუფე პეტრე, ალბათ, პატრიარქი დასვამს შეკითხვას" - მიტროპოლიტი გრიგოლი პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთაზე

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, შესაძლოა, ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას ეკლესიიდან გაკვეთას მხარი დაუჭიროს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ განუცხადა.

"რა განიხილება სინოდზე, პატრიარქი გვეტყვის, თუ ასე გააგრძელებს მეუფე პეტრე, ალბათ, პატრიარქი დასვამს ამ შეკითხვას, განვიხილავთ. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვხედავ სინანულს. ბევრი ამბობს, რომ მე ვიბრძვი სიმართლისთვის, მაგრამ ჭეშმარიტება ღმერთშია",-აღნიშნა გრიგოლ კაციამ.

მან დღესვე ისაუბრა არქიმანდრიტ ათინოგენის საკითხზეც, რომელსაც მან ეპარქიაში მსახურება აუკრძალა.

გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ არქიმანდრიტი ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებდა.

იმ შემთხვევაში, თუ სასულიერო პირი ამ გარემოებას შეცვლის, მას მიტროპოლიტი უფლებას დაუბრუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება მას სინოდმა დააკისროს, განკვეთა იქნება.

ბალდას ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს ათინოგენს ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გრიგოლმა წირვის ჩატარება რამდენიმე დღის წინ აუკრძალა.

 

დღის ამბები