ბათუმში მშენებარე ობიექტზე მამაკაცი დაიღუპა. ის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ამავე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, მუნიციპალურმა ინსპექციამ იანვარში 30 000 ლარით დააჯარიმა
კომპანიის წარმომადგენლებს "კურიერი" დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან ცოტა ხნის წინ მუშა გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.