19 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ოკუპირებულ გალთან გატაცებული მამაკაცების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

ამ დრომდე უცნობია ოკუპირებულ გალთან გატაცებული მამაკაცების ადგილსამყოფელი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გატაცებულის ოჯახის წევრებს ჯერ არავინ დაკავშირებია.

სოფელ ლიას სამი მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ მუჟავასთან, სხვა წყაროების მიხედვით, სოფელ ფახულანისა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

 

  

დღის ამბები