18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ჯარიმა არ უნდა იყოს 50 ლარი და 30-ლარამდე უნდა შემცირდეს - ანრი ოხანაშვილი პირბადის ტარების სანქციებზე 

დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება - კანონპროექტზე დეპუტატები მსჯელობას იწყებენ.

დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ, სანქციები მოქმედებს ტრანსპორტში მყოფი მძღოლისა და მგზავრის მიმართაც, თუ ისინი რეგულაციას არ დაემორჩილებიან.

ცვლილებები ეხება ასევე იზოლაციისა და კარანტინის წესებს.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილის ლევან კობერიძის განცხადებით, მთავრობამ პირბადეების ფასი უნდა დაარეგულიროს.

"როდესაც საუბარია პირბადეების სავალდებულო ტარებაზე და ამაზე ჯარიმების შემოღებაზე, უნდა უზრუნველყოს მთავრობამ პირბადეების 20-30 თეთრად შეძენა,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, აუცილებელია ნიღბები მთავრობამ მოსახლეობას უფასოდ გადასცეს.

"სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე, იქამდე წესები უნდა დაარეგულირონ და უნდა იცოდნენ, რომ ნიღბები დაახლოებით ერთი პურის ფასი ღირს. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და შეუძინოს მოსახლეობას პირბადეები,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ჯარიმა არ უნდა იყოს 50 ლარი და 30-ლარამდე უნდა შემცირდეს.

"გუნდის უმრავლესობის პოზიცია, რომ ეს 50 ლარი არ უნდა იყოს მყარად ფიქსირებული. ჩვენ კომიტეტზე დავსვამთ საკითხს, რომ ეს თანხა 30 ლარამდე იყოს ჩამოყვანილი. ჩვენ არ გვსურს, რომ მოსახლეობას მძიმე ტვირთად დავაწვეთ,"- განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

დღის ამბები