09 სექტემბერი 2026,   15:39
ვრცლად
ოკუპირებულ გალთან გატაცებული მამაკაცები შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ

ოკუპირებულ გალთან გატაცებული მამაკაცები, შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ. რამდენიმე საათში საქმეზე სასამართლო სხდომა უნდა შედგეს. სოფელ ლიას სამი მკვიდრი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა საოკუპაციო ხაზთან საქონელს მწყემსავდნენ. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან.

დიდი ალბათობით, გატაცებულებს ადმინისტრაციულ სასჯელს შეუფარდებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, დაკავებულები გალიდან სოხუმში გადაიყვანეს.

"ის ინფორმაციაც გვაქვს, რომ დღის მეორე ნახევარში გაიმართება სასამართლო პროცესი. სავარაუდოდ ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდებათ. მუშაობა ძალიან აქტიურად მიდის და რაღაც დეტალები მერე დაზუსტდება," - განაცხადა წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.

დღის ამბები