18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ბრაილის შრიფტით ძველი აღთქმის პირველი წიგნი დაიბეჭდა

დღეიდან უსინათლოებს და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ძველი აღთქმის პირველი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა ექნებათ.

ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნის პრეზენტაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა. პრეზენტაციას სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"საქართველოში არის 600-მდე უსინათლო, მათ შორის შედის სკოლა-პანსიონის რამდენიმე ათეული ბავშვი. ბრაილის შრიფტის წამკითხველი, თუ არ ვცდები, დაახლოებით არის 60-70 კაცი. ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ მათთვის არის ეს პროექტი. მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით რწმენის და რელიგიის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ყოფილიყვნენ,"- განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ.

დღის ამბები