აპირებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახლადდაფუძნებულ პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსში" წევრიანდება.
კვირიკაშვილმა "კურიერს" წერილობით უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
"არანაირ პოლიტიკურ კონსულტაციებს არ ვმართავ. მარიამ ჯაშთან და ჩემს არაერთ ყოფილ კოლეგასთან და პოლიტიკურ თანამოაზრესთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. ამ ადამიანებს ძალიან პოზიტიური წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მსურს მათ წარმატება ვუსურვო მომავალშიც, რაშიც დარწმუნებული ვარ. პირადად მე არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარტია დამოუკიდებელმა დეპუტატებმა რამდენიმე დღის წინს დააფუძნეს, მასში მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე არიან გაერთიანებული.