18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
უახლოეს დღებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 9-10 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, სანაპირო რაიონებში +25, +30, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ივნისს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

12-13 ივნისს დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება და გაწვიმდება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან სეტყვაც შესაძლებელია, თუმცა  მაღალი ტემპერატურული ფონი შენარჩუნდება.

ქ. თბილისში 9-11 ივნისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში  იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

დღის ამბები