გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ფარულად შევიდა და ძვირფასეულობისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მოპარვა სცადა.
ის სწორედ იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ ნივთებს ავტომანქანაში დებდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.