სიღნაღის რაიონულ სასამართლოში დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღმკვეთზე მსჯელობს. დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედავებიან.
"ქართული ოცნების" წევრს, გიორგი ჭინჭარაულს, ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედავებიან. ინციდენტი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში 7 ივნისს მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
სასამართლო პროცესი უკვე დაწყებულია და ბრალდებულის ადვოკატი გოჩა თედიაშვილი დღეს გირაოს სახით მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას.
"საქმეში, რომელიც გუშინ გადმომეცა, ჩვენს სასარგებლოდ უამრავი მტკიცებულებაა. ჩვენებები არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ გიორგი ჭინჭარაულს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა,"- განაცხადა გოჩა თედიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში 7 ივნისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა გიორგი ჭინჭარაულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ის მალევე დააკავეს.