7 ივნისს დედოფლისწყაროში დაჭრილი 2 ახალგაზრდა საავადმყოფოში რჩება. ის ოპერაციის შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს და ქართულ -ჰოლანდიურ ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.
პაციენტი ისევ რეანიმაციაშია, მას ნაკეცი ჭრილობა გულის და მუხლის არეში ჰქონდა. რაც შეეხება მეორე დაჭრილს, დაზარალებულის ძმას, ის ალადაშვილის კლინიკაში რჩება.
ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ ყარსელიშვილი აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
"პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გუშინ ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოვხსენით.თუ ასეთი მდგომარეობა ექნება, ერთ კვირაში გავწერთ,"-განაცხადა იოსებ ყარსელიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში 7 ივნისს მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა გიორგი ჭინჭარაულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორ თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ის მალევე დააკავეს.