18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
"დეზერტირების" ბაზრის მოვაჭრეები ადმინისტრაციისგან ცნობების მიღებას ითხოვენ

დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეების ცნობების მიღებას ითხოვენ.

აღნიშნული ცნობები დასაქმებულებს პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპენსაციის მისაღებად სჭირდებათ, თუმცა მიუხედავად მოლაპარაკებების მცდელობისა და გაგზავნილი წერილისა, დამსაქმებელი ამ დრომდე უარს ამბობს საბუთის გაცემაზე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციებმა აუცილებლად უნდა გასცენ ცნობები.

"ძალიან ბევრ ლოკაციაზე ადმინისტრაცია თავს იკავებს, რომ ცნობები გასცენ, რაც აუცილებელია. ამ ადამიანებმა უნდა აიღონ ის სამას ლარიანი დახმარება, თუ არ დაბრუნდნენ დროზე სამუშაოდ,"- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

დღის ამბები