გურჯაანში მერიის თანამშრომელი დააკავეს. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტს ქრთამის აღებაში ედება ბრალი. "კურიერის" ინფორმაციით, საჯარო მოხელე გვიან ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება მას 250 ლარის სანაცვლოდ წვევამდელის გაწვევის პერიოდის გადავადებაში ადანაშაულებს. ფაქტის შესახებ არ საუბრობენ გურჯაანის მერიაში, თუმცა დაკავებას ადასტურებენ.
"ჩვენი ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის სპეციალისტი ზურაბ სიბაშვილი დაკავებულია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. დაველოდოთ გამოძიებას. ზურაბ სიბაშვილი მუშაობდა, დაახლოებით, 125 წლის განმავლობაში, ნორმალური დახასიათებით, მაგრამ უნდა დაველოდოთ გამოძიებას დადასტურდება თუ არა ფაქტი,"-აცხადებს მერიის წარმომადგენელი.
დაკავებულის ოჯახმა "კურიერთან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა.