18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას საკარანტინო სივრცეებსა და ბოქსირებულ განყოფილებებში მყოფი მოქალაქეები - ანა მიქელაძე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ  მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორ შეიძლება საკარანტინო სივრცეებსა და ბოქსირებულ განყოფილებებში მყოფმა მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლონ.

"რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს, ან მათ, ვინც, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბოქსირებულ პალატაში - ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გარკვეული საუბრები. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი, ორდინალური მდგომარეობა, შესაძლებელია, მაგალითად,  საავადმყოფოში ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე გახსნილიყო უბანი ან გადასატანი საარჩევნო ყუთი. თუმცა, არაორდინალური მდგომარეობიდან გამომდინარე, წინასწარ ამაზე საუბარი, არის ძალიან ნაადრევი. მიმდინარეობს კონსულტაციები არჩევნებში ჩართულ მხარეებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეპიდემიოლოგების მოსაზრებები და რეკომენდაციები და მათი სრული დაცვით უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება,"-განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები