18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებული თბილისის მერიას საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვენ

მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები თბილისის მერიას დახმარებას სთხოვენ. ისინი საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, იძულებული იქნებიან, საქმიანობა შეწყვიტონ.

მოვაჭრეებთან იმყოფებოდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც. 

"გაათავისუფლოს მუნიციპალიტეტმა გადასახადისგან მანამ, სანამ ეს ადამიანები არ შეძლებენ ეკონომიკურად მომჯობინებას და ქმედითუნარიანები არ გახდებიან. თუ ამას არ გააკეთებენ, დამატებით ათეულობით მშიერ ადამიანს, ათეულობით სამსახურდაკარგულ ადამიანს მიიღებენ,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"მერიამ გაუუქმოს მეიჯარეს გადასახადი, რომ მეიჯარემ ჩვენგან შეძლოს იმის ამოღება. მიწისქვეშა გადასასვლელში გადასახდელია კომუნალურების და დაცვის ფული. ამ გადასახადებს როგორღაც შევძლებთ, დანარჩენს ვერ შევძლებთ ვერანაირად. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვიქნებით, მთლიანად დავკეტოთ. ყოველდღე დავდგებით მერიასთან,"-განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

დღის ამბები