გენერალურ პროკურატურაში კახა კალაძის წინააღმდეგ საჩივარი დარეგისტრირდა. ავტორი "ლეიბორისტული პარტიაა". მიზეზი ის სამუშაოებია, რომლებიც უკვე თვეებია "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, ლაშა ჩხარტიშვილი ითხოვს დაინტერესდეს გამოძიება იმ სამუშაოებით, რომლებიც დიღმის ჭალებში მიმდინარეობს.
"კახა კალაძე ჩვენი ჯანმრთელობის უფლებას მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსანი დეპუტატების დახმარებით არღვევს. ისინი შოულობენ მილიონებს, ხოლო ჩვენ გვწამლავენ დაბინძურებული ჰაერით და გვინადგურებენ საარსებო გარემოს. საბოლოო ჯამში კი გვხოცავენ. უბრალოდ, სიკვდილი ეკოლოგიური დანაშაულის გამო მყისიერად არ დგება," - აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.