18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
ჟვანიას კლინიკის COVID-19-ით დაინფიცირებულ თანამშრომელს კლინიკურ ნაწილთან კონტაქტი არ ჰქონია - მენეჯერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სამედიცინო პერსონალია, 5 - საკარანტინო სივრციდანაა, 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. ერთ-ერთი პაციენტი, რომლის ინფიცირების წყაროსაც ვერ არკვევენ, ჟვანიას კლინიკის თანამშრომელია.

"სამშაბათს, 9 ივნისს მან კლინიკაში ყოფნისას თავი შეუძლოდ იგრძნო, აღენიშნა ტემპერატურის მატება, რის გამოც მას PCR ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. პარასკევს, 12 ივნისს კი, კვლევა განმეორებით გაკეთდა და COVID-19-ზე დადებითი პასუხი მოვიდა. პაციენტს კონტაქტი არ ჰქონია კლინიკურ ნაწილთან, ვინაიდან ადმინისტრაციული ნაწილი სრულიად იზოლირებულია და შესაბამისად, კლინიკა ფუნქციონირებას აგრძელებს," - განაცხადა ჟვანიას სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა მანანა ჟვანიამ.

გარდა ამისა, კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა კახეთშიც გამოვლინდა. საუბარია საგარეჯოში მცხოვრებ კაცზე, რომელიც  თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და  მედიკოსებმა საეჭვო სიმპტომების მიზეზით PCR ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც COVID-19- ზე დადებითი შედეგი აჩვენა. 

"დღემდე ითვლებოდა, რომ კახეთი მწვანე ზონა იყო და აქ კორონავირუსის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. თუმცა, დღეს ამ რეგიონში ერთი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი დადასტურებული შემთხვევის 18 კონტაქტია მოძიებული. იმის გამო, რომ მამაკაცი არ მუშაობდა და არც სწავლობდა, კონტაქტები მრავალრიცხოვანი არ არის. ის ძირითადად საოჯახო და საყოფაცხოვრებო კონტაქტებით შემოიფარგლება. მოძიებული კონტაქტებიდან ყველა კარანტინშია გადაყვანილი,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

დღის ამბები