ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულები რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო აკადემიის კურსანტები არიან.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, რეგიონში ვირუსი ერთ ადამიანს დაუდგინდა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში 37 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.