18 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ბეგი და ზოოპარკი სტიქიიდან 5 წლის შემდეგ - 13 ივნისის გმირები "კურიერში"

2015 წლის  13 ივნისის სტიქიამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა თბილისის ზოოპარკს მიაყენა. დაიღუპა ზოოპარკის 3 თანამშრომელი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიხოცნენ ცხოველები.  სტიქიის 5 წლისთავზე გურამ როგავა ზოოპარკს ესტუმრა და 13 ივნისის სიმბოლო - ჰიპოპოტამი ბეგი მოინახულა.

ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, ბეგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს, თუმცა 5 წლის წინ სტიქიის შემდეგ დასტრესილ ცხოველს მედიკამენტური დახმარებაც კი დასჭირდა.

ზურაბ გურიელიძემ გურამ როგავასთან ინტერვიუში  13 ივნისის მძიმე ღამე გაიხსენა და იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ აღიდგინა თავი სტიქიისგან განადგურებულმა ზოოპარკმა.

ზურაბ გურიელიძის თქმით, სტიქიის მასშტაბიდან და მოულოდნელობიდან გამომდინარე, შედეგების თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელი იყო.  

"არ არსებობს არანაირი გეგმა, რომელიც ამის შეჩერებას შეძლებდა, შეუძლებელია, 15 წუთში მოახერხო ცხოველების ევაკუაცია. თუმცა, ინფორმაცია რომ გვქონოდა წყლის მოვარდნასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა რაღაცის გაკეთება, მაგრამ მოულოდნელად მოხდა,"- ამბობს ზურაბ გურიელიძე.

დღის ამბები