18 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად - "სამოქალაქო ავიაციის" განცხადება

"სამოქალაქო ავიაცია" საქართველოს აეროპორტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ არ მოხვდა საქართველო ერთ-ერთი უცხოური გამოცემის იმ სტატიაში, სადაც კოვიდ პანდემიისგან უსაფრთხო აეროპორტებია ჩამოთვლილი.  

"12 ივნისს, ერთ-ერთ უცხოურენოვან წყაროზე გავრცელდა სტატია სათაურით "ევროკავშირის აეროპორტების სრული სია, რომელიც უსაფრთხოა COVID 19-ის ფონზე",  ეს პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების აეროპორტების ჩამონათვალია, რომელთა მიმართებაშიც, ევროპის საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიებს მოუწოდებს, მიიღონ დამატებითი ღონისძიებები და გააძლიერონ სანიტარულ-ჰიგიენური ზომები რისკების შესამცირებლად.

ჩამონათვალი არ წარმოადგენს უსაფრთხო აეროპორტების სიას, როგორც ეს შეცდომით მოყვანილია ერთ-ერთ წყაროზე და შემდგომ ითარგმნა სხვადასხვა მედია საშუალების მიერ. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შემუშავებულ აეროპორტების ჩამონათვალში საქართველოს აეროპორტები არ არიან, რადგან საქართველო არ არის მიჩნეული ეპიდემიოლოგიურად მაღალი რისკის მქონე ქვეყნად,"-  წერია "სამოქალაქო ავიაციის" განცხადებაში.

დღის ამბები