დაცვის მხარის მოწმეების დაკვეთით დასრულდა დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი. დღევანდელ პროცესზე "ევროპული საქართველოს" ლიდერები - სერგო რატიანი, ლევან თარხნიშვილი და ირაკლი აბესაძე გამოიკითხნენ.
მათი განცხადებით, გიორგი რურუას საქმე მთლიანად გაყალბებულია და მისი ციხეში ყოფნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენება არაფრისმომცემი იყო და მათ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ჩვენება სასამართლოს უკვე მისცა და აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი არ ჰქონია.
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა შავგულიძე აღნიშნავს, რომ საღ აზრს მოკლებულია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თითქოს აქციაზე ვინმეს შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა.
"დღეს დაიკითხნენ პოლიტიკოსები, რომლებიც აქციებზე აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ დაადასტურეს, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია,"- განაცხადა პაატა შავგულიძემ.
პროკურორი კი აცხადებს, რომ დაცვის მხარის არცერთ მოწმეს არ ჰქონია ინფორმაცია გიორგი რურუას მარშრუტი როგორი იყო. მისივე თქმით, სამივე მოწმის ჩვენება ერთგვაროვანი იყო.
შეგახსენებთ, გამოძიება გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.